29-30 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება მრგვალი მაგიდა თემებზე - "პოლიტიკური პარტიების დაფინანსება" და "ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში". მრგვალ მაგიდას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის.
ღონისძიებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრებიან.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი" მრგვალ მაგიდას საერთაშორისო ორგანიზაციებთან - "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" და "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" თანამშრომლობით მართავს.