ოპოზიციური „ექვსეულის" რამდენიმე ლიდერმა ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გააცნო.
როგორც ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს შესახებ მოლაპარაკებაზე გაკეთდა.
"ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. დეტალურად ავუხსენით, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები", - განაცხადა ალასანიამ.