საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება აუცილებელია. ამის შესახებ ბათუმში, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"თუმცა ეს პარტნიორობა ვერ გაგრძელდება, თუ საქართველომ დემოკრატიული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ასევე იმაზე, რომ მარტო გზების დაგებით პრობლემები ვერ გვარდება"-განაცხადა უსუფაშვილმა.