პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხელ მაჭავარიანი იმედი აქვს, პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით ამომრჩეველთა სიებზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილის შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სახელისუფლო გუნდს თავიდანვე სურდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე განხორციელებულიყო, რათა დოკუმენტის მიღებამდე მისი ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესაძლებელი ყოფილიყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ მიღწეული შეთანხმებით 1-ლი ივლისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პარტიებისა და არასამთავრობო სექტორისგან შექმნილ ჯგუფს ამომრჩეველთა სიების საფუძვლიანად გადამოწმების საშუალებას მიეცემა.
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიებზე ლაპარაკი. ეს არ იქნება ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ძალიან ცოტა დრო რჩებათ პარტიებს სიების გადასამოწმებლად. მიღებული შეთანხმების საფუძველზე, კი 1-ლი ივლისიდან 1-ელ ოქტომბრამდე ამ ჯგუფს შეუძლია ნებისმიერი სარჩევნო უბნის ამომრჩევლის გადამოწმება", - განაცხადა მაჭავარიანმა.