"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელი მოაწერა, „ლეიბორისტული პარტიის" მიერ ინიცირებულ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის დოკუმენტს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს მიაჩნია, რომ ამ დოკუმეტის მორალურ პოლიტიკური ძალა მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე საერთაშორისო არენაზე.
"პოლიტიკური სპექტრის ყველა სუბიექტის მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ქვეყანაში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიქტატორია, ქვეყანაში ნეობოლშევიკური მმართველობაა და დღევანდელ საქართველო ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად. ეს გაამარტივებს საერთაშორისო არენაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების პროცესს", - მიიჩნევს ბურჯანაძე.