საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნესტან კირთაძე სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივნისა და საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ათენში მიემგზავრება, სადაც 1-2 ივლისს გაიმართება სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომა. სხდომას უხელმძღვანელებს საბერძნეთის პრემირ-მინისტრი, სოციალისტური ინტერნაციონალის პრეზიდენტი, გეორგიუს პაპანდრეუსი.
ათენში გამართულ სოცინტერნის საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიების მმართველი და ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის, სახელმწიფოთა მეთაურები და წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.
ათენის საბჭოს სხდომის ფარგლებში დაგეგმილია კირთაძის ორმხრივი შეხვედრები ინგლისის ლეიბორისტულ, საფრანგეთის სოციალისტურ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ, შვედეთის, ავსტრიის, რუსეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან. აგრეთვე, ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის წარმომადგენლებთან. საბჭოს სხდომის ფარგლებშივე შედგება შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგიუს პაპანდრეუსთან.
კირთაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს გააცნობს საქართველოში მიმდინარე რეალურ პოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო ინიციატივებს, რომლებმაც უნდა შექმნან რეალური საფუძვლები საქართველოში ხელიუფლების შესაცვლელად.