საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ურჩევს "შესაძლებლობების ხელოვნების" ფარგლებში ჩამოყალიბდნენ.
როგორც სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, პოლიტიკა არის შესაძლებლობის ხელოვნება, შესაბამისად, შეიძლება ბევრი რამის სურვილი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რისი შესაძლებლობაც არის, იმით უნდა დაკმაყოფილდეს.
"ამიტომ ჩვენი პოლიტიკურ ოპონენტები უნდა ჩამოყალიბდნენ, მოდიან თუ არ მოდიან ამაზე", - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ ძალას შორის მიღწეული შეთანხმება "ძალიან რთული კომპრომისი" იყო.
"ეს არ იყო ერთი და ორი საათის საქმე, ეს იყო ძალიან რთული კომპრომისი. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ზოგიერთი კოლეგამ მხოლოდ ფინანსურ საკითხზე გამახვილა ყურადღება, არადა, ამ შეთანხმებაში ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარი დეპუტატების საკითხს რომ არ დათმობდა, ამის შესახებ თავიდანვე ხაზგასმით იყო ნათქვამი.
"გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს მოქალაქებს მაჟორიტარი დეპუტატების შენარჩუნება უნდათ, ამიტომ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ამ საკითხს არ დავთმობდით. საქართველოში პირდაპირი გზით არჩეული დეპუტატი უნდა იყოს", - მიაჩნია დეპუტატს.
მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სარჩევნო უბნებზე პარტიის წარმომადგენლებს იგივე უფლებები ექნებათ, როგორც კომისიის წევრებს და მათი უბნიდან გაძევება ადვილი აღარ იქნება.