რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრების დადგენის შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებული სასაზღვრო ზოლი შეესაბამება ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვარს დაღესტანის ასსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის.
ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი 284 კილომეტრს შეადგენს.