გვალვამ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც გაერო იუწყება, 10 მილიონ ადამიანს ესაჭიროება დახმარება.
"გვალვამ შიმშილობა გამოიწვია. 10 მილიონ ადამიანს დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ისეთი გვალვა, როგორიც ახლაა ბოლო 60 წლის განმავლობაში არ ყოფილა", -განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინატორმა ელიზაბედ ბირსმა.
გვალვამ ყველაზე მეტი ზიანი ჯიბუტს, ეთიოპიას, კენიას, სომალისა და უგანდას მიაყენა.