ავღანეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აბდულ ქადირ ფიტრატი ქვეყნიდან გაიქცა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და ამბობს, რომ ავღანეთში აღარასდროს დაბრუნდება. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობისგან მას და მის ოჯახს დიდი საფრთხე ემუქრებოდა.
ფუტრატის მტკიცებით, ავღანეთის ხელისუფლება მას მერე ებრძვის, როდესაც კორუფციასთან აქტიური ბრძოლა დაიწყო, რადგან კორუფციულ გარიგებებში მთავრობის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.
ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიტ კარზაის პრესსპიკერის ვეიდ ომარის განცხადებით, აბდულ ქადირ ფიტრატმა ქვეყანას უღალატა.
მისი თქმით, ფიტრატის ცუდი პოლიტიკისა და თანხების გაფლანგვის შედეგად, გასულ წელს ცენტრალური ბანკი თითქმის გაკოტრებამდე მივიდა.