1-ელ ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის, დამატებითი კრედიტის გამოყოფაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
აზერბაიჯანული კრედიტის მოცულობა 575 მლნ. დოლარით განისაზრება. ახალი კრედიტი 25 წლის ვადით გამოიყოფა და მისი საპროცენტო განაკვეთი წლიურ 5 %-ი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება 2012 წელს იგეგმება, თუმცა საქართველოს მონაკვეთზე 28 კილომეტრიანი ხაზის გადატანასთან დაკავშირებით პროცესი შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეყოვნდეს. პროექტში ჩართული მხარეები ვარაუდობენ, რომ მაგისტრალის მეშვეობით წელიწადში 1 მლნ. მგზავრს და 6,5 მლმ ტონა ტვირთს გადაზიდავენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში თურქეთში აშენდება სადგური, რომელიც ევრუპულ და პოსტსაბჭოთა სტანდარტების სარკინიგზო ხაზებს შეართებს. ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამმხრივი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოსა და თურქეთში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 245 კმ-ია. აქედან 175 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ხოლო 70 კმ რკინიგზა გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე.
რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის 150 კმ-იან მონაკვეთს. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია 9 სადგურის განახლება. ახალქალაქი-კარწახის 25 კმ-იან მონაკვეთზე იგება სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზი. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება 2 ახალი სადგური და 4 ახალი ხიდი.
თურქეთი-საქართველოს საზღვარზე, კარწახში შენდება 4 კმ-იანი დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის ნახევარიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ნახევარი კი თურქეთის ტერიტორიაზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის, როგორც ინფრატსრუქტურული ასევე რეიგონული მნიშვნელობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს..