ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფი საქართველოშია. სტუმრები შეხვედრებს ბათუმში გამართავენ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
კონგრესმენებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ისინი საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ.
„ეს არის გაგრძელება ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმი და გაგრძელება იმ ურთიერთობების, რომელიც აქვს საქართველოსა და აშშ-ს," - განაცხადა მანჯგალაძემ.
კონგრესმენები საქართველოში 2 დღეს დარჩებიან.