პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიაჩნია.
ქვეყნის პირველი პირის ეს პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიგვაჩნია" - განუცხადა მანჯგალაძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივა ექსპერტ მამუკა არეშიძეს ეკუთვნის.