2 ივლისს ბაქოში მწვანე თეატრის სცენაზე საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტის თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართება. მომღერლის საკონცერტო პროგრამას "სცენა საზღვრებს გარეშე" ეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, თამარ გვერდწითელი ბაქოელი მაყურებლისათვის თავის როგორც ახალ, ისე კარგად ნაცნობ ჰიტებსაც შეასრურებს.
თამარ გვერდწითელის პირველი გამოსვლა სცენაზე ინგლისურენოვან საბავშვო ბაღში მოხდა. მაშინ იგი სამი წლის იყო. თავისი პირველი სიმღერა მან 12 წლის ასაკში დაწერა. სიმღერა ტრაგიკული იყო და იგი მის გარდაცვლილ კლასელს მიუძღვნა.
პირველ კლასში თამარ გვერდწითელი საფორტეპიანო კონცერტებს მართავდა, ხოლო 9 წლის იყო, როდესაც იგი ქვეყანაში პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ "მზიურში" მიიღეს.
დღეს თამარ გვერდწითელი ქართულ, რუსულ, უკრაინულ, ივტითზე, ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე ასრულებს სიმღერებს.