საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი იქნება გარანტია მორიგი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.
"პროცესი ბოლო 10 თვის განმალობაში მიმდინარეობდა. ნაციონალურმა მოძრაობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს. პრეზიდენტი მოლაპარაკების გზით შეთანხმებით დასრულებას მიესალმება", - განაცხადა მანჯგალაძემ.