ცნობილი ფინანსისტი, Citigroup-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გერი ფოსტერი აშშ-ს ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში, 19 მლნ. დოლარის მოპარვისთვის დააკავეს. ფოსტერი სამართალდამცავებმა ბანკოკიდან დაბრუნებისთანავე აიყვანეს.
როგორც Associated Press იუწყება, ფოსტერს ბრალალ ედება ფულის უკანონოდ გადარიცხვა სხვადასხვა მიმართულებით. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, მისი კლიენტი აშშ-ში საკუთარი ნებით დაბრუნდა და ის მზადაა აშშ-ს სასამართლოს წინაშე წარდგეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ფოსტერს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.