ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარსზე ფეხბურთის თამაში შეიძლება. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.
ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით, "წითელ პლანეტაზე" ფეხბურთის თამაში შეიძლება, თუმცა მარსზე ბურთი 4-ჯერ შორს გაფრინდება, ვიდრე დედამიწაზე. გარდა ამისა, იქ არც ბურთის "ჩახვევის" შესაძლებლობა იქნება. ამდენად, მეცნიერთა განცხადებით, მარსზე ფეხბურთის თამაში ოდნავ შეცვლილი წესებით იქნება შესაძლებელი.
"ამაზე, პირველ ყოვლისა, წნევა, ტემპერატურა და ფიზიკური პირობები მოქმედებს", - აცხადებენ ისინი.