შვედეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღარც გოგონები და აღარც ბიჭები "არ არსებობენ". საბავშვო ბაღი არ დახურულა - მასში კვლავინდებურად დადის 33 პატარა, უბრალოდ ახლა მათ სქესი აღარ აქვთ - ისინი უბრალოდ "მეგობრები" არიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
საბავშვო ბაღის მასწავლებლები ცდილობენ ბავშვები გოგონებად და ბიჭებად არ დაჰყონ და მას ამ ნაცვალსაცხელებით არ მიმართონ. "ჰან" - შვედურად მამაკაცებს მიმართავენ, "ჰონ" - გოგონებს, თუმცა მასწავლებლები ბავშვებისადმი მიმართვისას მათ სქესის არმქონე ნაცვალსახელს "ჰეჰ"-ს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ კლასიკურ შვედურ ენაში ეს განმსაზღვრელი არ არსებობს, თუმცა მას აქტიურად იყენებენ ფემინისტები და ჰომოსექსუალები.
"ამ სიტყვას ვიყენებთ, როდესაც საბავშვო ბაღში ექიმი, პოლიციელი ან ხელოსანი აპირებს მოსვლას. ჩვენ ხომ არ ვიცით ქალი მოვა თუ კაცი, ამიტომაც, როდესაც სქესის არმქონე განსაზღვრით ვიხსენიებთ მათ, ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ როგორც ქალი ასევე კაცი. ეს მათ თვალსაწიერს აფართოებს", _ აცხადებს საბავშვო ბაღის გამგე.
ამას გარდა, იმისათვის, რომ ბავშვები "გენდერულ სტერეოტიპებში არ გადავარდნენ" აღმზრდელებმა მათ სათამაშოებს და წიგნებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. მაგალითად, თოჯინებს ქალისა და მამაკაცის განმსაზღვრელი ყველა სასქესო ნიშანი აქვს.
"საზოგადოება ელის გოგოსგან, რომ იგი ცოლის თვისებების მატარებელი, მომხიბლავი და ლამაზი იყოს, ბიჭებისგან კი მამაცობას და ოდნავ უხეშობას ელიან. თუმცა ეს უსქესოობა აძლევთ მათ ფანტასტიურ საშუალებას ისეთები იყვნენ, როგორიც მათ თავად სურთ, რომ იყვნენ", _ აცხადებს ბაღის აღმზრდელი.
საბავშვო ბაღი საბიუჯეტო დაფინანსებაზეა და იგი 2010 წელს გაიხსნა სტოკჰოლმის რაიონში მდებარე ქალაქ სოდერმალმში. ამ საბავშვო ბაღში "ყოფილი" ბიჭები თამაშობენ თოჯინებით, მათთვის ამზადებენ საჭმელს და სამზარეულოში "დიასახლისობენ".
ხოლო რაც შეეხება ზღაპრებს, ბავშვები ისმენენ ამბებს იმის შესახებ, "თუ როგორ არ აქვს ორ მამრობითი სქესის ჟირაფს ბავშვების ყოლის საშუალება იმიტომ, რომ მათ ჯერ არ უპოვიათ ნიანგის მიტოვებული კვერცხი". პროგრამიდან ამოღებულია ისეთი ზღაპრები როგორებიცაა "ფიფქია" ან "ცეროდენა".