დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის შეცვლა საკრებულომ დაამტკიცა. თბილისის მერიის მიერ შემოტანილ ინიციატივას დასუფთავების მოსაკრებლის შეცვლასთან დაკავშირებით საკრებულოს 34 წევრმა დაუჭირა მხარი, 8 წევრი კი აღნიშნული ინიციტივის წინააღმდეგ წავიდა.
როგორც დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა ტარიელ ხიზანიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშული ცვლილების შემდეგ მოსახლეობისთვის ტარიფი ძვირდება. მისი თქმით, 250 ათას აბონენტს რეალურად უმცირდება გადასახადი და მხოლოდ 25 %-ს ეზრდება, რადგან ისინი ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინიციტივით დასუფთავების ფიქსირებული მოსაკრებელი შეიცვალა. ცვლილების შემდეგ, ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 2,5 ლარს, გაუქმდება. მის ნაცვლად კი, თითოეულ ოჯახს, მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით მოუწევს დასუფთავების გადასახადის გადახდა. ამიერიდან დახარჯულ ერთ კილოვატზე დასუფთავების გადასახადზე დაირიცხება 0,05 ლარი.
ახალი ტარიფები 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.