25 ივნისს, 00:00 საათზე, ქართველი უფლებადამცველები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და სიმბოლურ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, 2010 წლის 26 მაისს მომხდარი ძალადობის გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც ქართველი უფლებადამცველებით, საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი ექსპერტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექდება, რათა გამოძიებულ იქნას ყველა დანაშაულებრივი ფაქტი.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ასევე პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და დაკარგულ პირთა მოძებნას; პოლიტიკური რეპრესიების , ღირსების შემლახავი მოპყრობის შეწყვეტას.