რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი თინათინ ხიდაშელი მოითხოვს, თბილისის საკრებულომ განიხილოს ის პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში თბილისის წყალმომარაგების კუთხით დადგა.
მისი თქმით, საკრებულომ კომპანიიდან "თბილისის წყალი" უნდა მოიწვიოს შესაბამისი პირები და განიხილონ აღნიშნული პრობლემა.
"თბილისის წყალში ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობის გამო უნდა ვიმსჯელოთ საკრებულოში. უნდა მოხდეს შესაბამისი პირების მოწვევა. ყოველი წვიმის შემდეგ ნახევარი თბილისი წყლის გარეშე რჩება. უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები და ეს პრობლემა აუცილებელია გამოსწორდეს, რადგან არ შეიძლება, წვიმის შემდეგ ხალხი წყლის გარეშე რჩებოდეს", - განაცხადა ხიდაშელმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი 4 წლის წინ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თბილისში წყალზე შექმნილი პრობლემები მოგვარდებოდა.