25 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში (ვაჟა-ფშაველას 33)
სასამართლო ექიმთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნება.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით, კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.
"კონფერენციაში ორმოცდაათზე მეტი სასამართლო ექიმი მიიღებს მონაწილეობას. განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა სასამართლო სამედიცინო მოლეკულური გენეტიკა, სასამართლო გენეტიკა, სასამართლო ტოქსიკოლოგია, სასამართლო ჰისტოლოგია და პათოლოგიური ანატომიის საკითხები. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველთვის აქტიურადაა ჩართული სხადასხვა სახის კონფერენციებში როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ბიუროს სამომავლო გეგმების განხორციელებას", - აცხადებს ბიურის ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს ლაბორატორიების ტექნოლოგიური აღჭურვილობის უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურით გაფართოებაზე.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ექიმთა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.