სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქველმოქმედო აქცია-კონცერტს უძღვნის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საგანგებო აქციით აღნიშნავს.
25 ივნისს, 22:00 საათზე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინიაციატივით, "city club"-ში (მეტეხის ქ. 22) ნარკომანიის წინააღმდეგ პოპულარულ ქართველ შემსრულებლებთან ერთად საქველმოქმედო აქცია - კონცერტი გაიმართება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, საქველმოქმედი აქცია-კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხა მთლიანად საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკული რეაბილიტაციის ცენტრს გადაეცემა.
"ბიუროს მიზანია, ამ აქციის საშუალებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, იმ ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრირებას, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნარკოტიკებზე. სტუმრებს დაურიგდებათ ფლაერები, სადაც მოცემულია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული დამღუპველი შედეგების მცირე ჩამონათვალი. ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ ერთხელ დააფიქრებს, საზოგადოებას სურს თუ არა გაიზიაროს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნარკოტიკებზე და დაქვეითებული აქვთ საზოგადოებაში აქტიურობის სურვილი", - აცხადებს ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით, ნარკომანია საქართველოში ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა და მის დასაძლევად საჭიროა საზოგადიების კონსოლიდაცია და ძალისხმევა, რაც მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირებითაა შესაძლებელი.