განბაჟებული ავტომანქანების რეექსპორტზე გაყვანის ხელშეწყობა მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება შედის "საგადასახადო კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, თუ პირმა მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა და უკვე განაბაჟა, მაგრამ 15 დღის განმავლობაში მისი ექსპორტზე გატანა განხორციელა, იმპორტიორს შესაძლებლობა ეძლევა, ავტომობილზე გადახდილი აქციზის 50% უკან დაიბრუნოს.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას 24 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.