გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ნამოსახლარი აღმოჩნდა. ადგილზე ნივთები იპოვეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ნამოსახლარი 3 მეტრზე მიწით არის დაფარული.
„ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტება არ შემიძლია, რადგან ტერიტორია შესასწავლია", - აღნიშნა მარკოზაშვილმა.