25-26 ივნისს ბათუმში, ახალ ბულვარზე, ქართული ლუდის გრანდიოზული ფესტივალი _ "ბათუმი ფესტი 2011~ გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ხევსურეთი, ხევი, თიანეთი), ასევე ოსური ტრადიციული ცოცხალი ლუდის სახეობები.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს ლუდის მწარმოებელი კომპანიები: "ნატახტარი~, "კასტელი~, "ბათუმური~ და ცოცხალი ლუდის მხარშველი რესტორნები _ "კაიზერი~, "ტაუერი~.
ორდღიანი დიდი შოუპროგრამა მრავალმხრივ საინტერესო სანახაობას სთავაზობს საზოგადოებას, მათ შორის, 2011 წლის "ლუდის რაინდისა~ და "ლედი-ლუდის~ გამოვლენასა და საზეიმო დაჯილდოებას, სახალხო ტურნირებსა და სახალისო კონკურსებს. რაც მთავარია, ახალი ქართული ლეგენდის დაბადებას.
ლუდის ფეტივალის მხარდამჭერები არუან ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის ტელევიზია, "მიცუბიში მოტორსი~.