რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული ვერა ფოფხაძის ცხედარი ნაპოვნია. ის მაშველებმა ცოტა ხნის წინ, თავად რესტორან „რიკოთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ჩამონგრეული შენობაში აღმოაჩინეს.
რაც შეეხება დამეწყრილ გზებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან მეგზევეები, ასევე სპეცტექნიკა. შექმნილი ვითარების გამო მსუბუქი მანქანები კვლავ საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზით სარგებლობენ. რიკოთის გვირაბით კი მხოლოდ მისაბმელიან ტრანსპორტს ატარებენ, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ვერა ფოფხაძის გარდა 5 ადამიანი დაიღუპა, რომელთა ცხედრებიც უკვე ნაპოვნია.