სს `თელასის" ქვესადგურში `მუხიანი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 23 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თემქის III, XI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და მუხიანის II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ხოლო 24 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მუხიანის I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და თემქის III, XI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.