ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
"ჟიგულის" მარკის ავტომანქანა ხიდიდად წყლის არხში გადავარდა. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, გარდაცვლილის ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.