დღეს, 22 ივნისს სამამულო ომის დაწყებიდან 70 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ქართველი ვეტერანების ერთი ჯგუფი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბება.
ომი 1941 წლის 22 ივნისს გამთენიისას დაიწყო. ვერმახტის 149-ე დივიზიამ და გერმანიის სატანკო და მოტორიზებულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის საზღვრები გადალახეს და შეიარაღებული დაპირისპირება წამოიწყეს.
სამამულო ომში 700 ათასამდე ქართველი მონაწილეობდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ფრონტის ხაზზე დაიღუპა.
ომი 1945 წელს საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების (აშშ, დიდი ბრიტანეთი) გამარჯვებით დასრულდა. 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.