დღეს, 22 ივნისს, 11:00 საათზე, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრში დაესწრებიან საბავშვო სპექტაკლს, რომელიც ცენტრში შექმნილი "სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარების" მიხედვით დაიდგა.
საქველმოქმედო სპექტაკლზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.