ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები უკვე საქართველოშია.
რამდენიმე საათში მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მეთვალყურეობით დედაქალაქისა და რეგიონების მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ.
ტესტები იქ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე დარჩება, 30 ივნისს კი ის ყველა საგამოცდო ცენტრს მიეწოდება.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებთან ერთად ჩამოსულია მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტებიც.
ტესტები ბრიტანულმა კომპანიამ დაბეჭდა.