ლიბიაში ნატოს ვერტმფრენი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ და ნატოს მაღალჩინოსანი მაიკ ბრაკენიც ადასტურებს. მიუხედავად დადასტურებისა, ბრაკი არ ამბობს, ვერტმფრენი ჩამოაგდეს თუ მექანიკური პრობლემები შეექმნა.
ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, აპაჩის ტიპის ვერტმფრენი ქალაქ ზილტენში, კადაფის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.