საქართველოში ძლიერი წვიმები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში სუსტი წვიმები 24 ივნისამდეა მოსალოდნელი, თუმცა პერიოდულად. აღმოსავლეთ საქართველოში კი 23 ივნისამდე.
თბილისში დღეს საღამოს სუსტი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. გვაზავას თქმით, ქარი ხელს უწყობს ღრუბლის გაფანტვას და ძლიერი წვიმების ხელისშემშლელია. მისი მტკიცებით, მეწყერსაშიშ რეგიონებში ამინდის მნიშვნელოვნად გაუარესება მოსალოდნელი არ არის.