ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლების ბედით დაინტერესდა.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ პარლამენტისთვის კვალიფიციური კადრები ქუთაისშიც და ზესტაფონშიც არიან.
"რას უშვრებით პარლამენტში დასაქმებულ 700 ადამიანის, რომელთა უკან დგას 700 ოჯახი. არ მინდა შემექმნას შთაბეჭდილება, რომ დაპირისპირებაა აქ თბილისელ ამომრჩეველსა და დასავლეთ საქართველოში მყოფებთან დაკავშირებით, რაზედაც ახლა კეთდება აქცენტები", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვალდებულიც არის პარლამენტში მომუშავეების უფლებები დაიცვას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრია.