ბელორუსი რუსული ელეტროენერგიის გარეშე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ამაღამ, 00:00 საათიდან, რუსული სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაო ეესი" ბელორუსს ელექტროენერგიის ექსპორტს შეუწყვეტს, რაც ვალებს უკავშირდება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ენერგოჰოლდინგ "ბელენერგოს" კონტრაგენტს 20 ივნისამდე რუსული მხარისთვის ენერგომიწოდების გამო მეორე ტრანში უნდა მიეწოდებინა. თუმცა ამის ნაცვლად "ბელენერგომ" რუსულ კომპანიაში წერილი გააგზავნა, რომელშიც ვალის გადახდის გადავადება 5 ივლისამდე ითხოვა. ვალის დროულად გადახდის მიზეზად კი ბელორუსულმა კომპანიამ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი დაასახელა.
"თუმცა ეს ეწინააღმდეგებოდა მხარეთა შეთანხმებებს და რუსულმა კომპანიამ "ბელენერგოს" მორიგ გადავადების თხოვნაზე უარი უთხრა", _ იუწყება რუსული მედია.
"ჩვენ გვესმის, რითაა გამოწვეული "ბელენერგოს" მხრიდან ვალის გადაუხდელობა, შეშფოთებულნი ვართ შექმნილი სიტუაციით, ამასთან დაკავშირებით, ვალის გადახდის გადავადებას ვახდენდით, თუმცა ჩვენს თანამშრომლობას ამუქებს იმ ფაქტი, რომ როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებელი, თანხას ვერ ვიღებთ. ამიტომაც იძულებულნი ვართ, მიწოდება შევწყვიტოთ", _ აცხადებს რუსული კომპანიის პრესმდივანი ნიკოლაი გორელოვი.