ევროზონა უკვე 2013 წლისთვის დაინგრევა. ასეთი აზრი გამოთქვეს კვლევითი კომპანია "Centre for Economics and Business Research" - (CEBR)-ის სპეციალისტებმა. ეს დასკვნა კი იმით ახსნეს, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები მზად არ აღმოჩნდნენ, დახმარებოდნენ თავიანთ რეგიონალურ მეზობლებს ვალების საკითხში.
"ევროზონამ, შესაძლოა, არსებობა 2013 წლისთვის შეწყვიტოს, ვინაიდან მის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების მზაობა, აღმოუჩინონ თავიანთ მეზობლებს ფინანსური დახმარება, კლებულობს", _ აცხადებენ "CEBR"-ის ცენტრის სპეციალისტები.
მათი ვარაუდით, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის სტაბილიზაცია ევროს გამყარებას ხელს შეუშლის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პერიფერიასა და ევროზონის ბირთვს შორის უფსკრული მხოლოდ და ხოლოდ გარღმავდება. ამასთან, გერმანია, რომელიც ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკაა, ღარიბ ქვეყნებს სულ უფრო მცირე ხალისით დაეხმარება.
"ადრე თუ გვიან საერთაშორისო საზოგადოება დაიღლება ამ უაზრო ბრძოლით, რაც საბოლოო ჯამში სავალუტო კავშირის დანგრევამდე მივა", _ აღნიშნავს "CEBR"-ის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დუგლას მაკვილიამსი.
"CEBR"-ის ცენტრის პროგნოზით, იტალიური მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2011-2015 წწ პერიოდში 1,2% იქნება, ესპანეთის ეკონომიკა წელიწადში 1 % გაიზრდება, პორტუგალიის 0,6 % -ით. ირლანდიის ეკონომიკური ზრდა ექსპორტს ხარჯზე 2011-2015 წწ პერიოდში საშუალოდ წელიწადში 3,2 % იქნება. საბერძნეთის ეკონომიკას კი 0,5 %-იანი ვარდნა ელის.