პარლამენტის ვიცე-სპიკერებმა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რეგლამენტის ცოდნის საკითხზე "იჩხუბეს".
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ის ფაქტი გააპროტესტა, რომ სხდომის წამყვანმა გიგი წერეთელმა უმრავლესობის წევრ აკაკი ბობოხიძეს რეგლამენტის დარღვევით მიკროფონი ორჯერ ჩაურთო, მის შემთხვევაში კი ასე არ მოქცეულა.
ვეფხვაძეს აღშფოთებას წერეთელი გამეხმაურა და მანდატურებს მოუწოდა "ურჩი დეპუტატებისვის მიეხედათ".
აღნიშნულს ვეფხვაძის პროტესტი ისევ მოჰყვა და წერეთელი რეგლამენტის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"რეგლამენტი რას იცნობს და რას არა, თქვენზე კარგად ვიცი. სხდომის თავმჯდომარე ბუტაფორია არ არის, ბატონო ლევან. თქვენი წონა რეგლამენტი მაქვს წაკითხული, თქვენ რამდენიმეჯერ მიმართეთ აკაკი ბობოხიძეს, მას უფლება აქვს სიტყვა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მას სიტყვა მისცეს, თუ ამის საჭიროება არსებობს", - მიმართა უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა ვეფხვაძეს.