ფრანგულმა თვითმფრინავების მშენებელმა კონცერნმა Airbus-მა 60 ერთეულ F320neo ავიალაინერზე დაკვეთა მიიღო.
Airbus-ის ხომალდების შეძენით General Electric - GE Capital Aviation Services (GECAS) დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
Airbus-სა და GECAS-ს გარიგება 5,1 მლრდ. დოლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ A320neo წარმოადგენს А320-ის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია და სტატისტუიკური გათვლებით, ის 15 %-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.