დღეს, კლინიკა "იმედში" 40 წლის ნესტან შანიძე მშობიარობისას დაიღუპა. ნათესავების მტკიცებით, ექიმებთან შეთანხმებული იყო, რომ პაციენტს საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებოდა,
თუმცა მედიკოსებმა ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ შანიძემ ფიზიოლოგიურად იმშობიარა.
ნესტან შანიძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ამ დროისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ქალის გარდაცვალების შესახებ მათ რამდენიმე საათის განმავლობაში უმალავდნენ.
ნათესავები გვამის ექსპერტიზას ითხოვენ.