მაშველებმა რიკოთის უღელტეხილზე სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის გვამი იპოვეს. ისიც რესტორან „რიკოთის" თანამშრომელია.
ლამზირა კორკოტაძე მდინარემ სოფელ გომში გამორიყა. კორკოტაძის ცხედარი სოფლის მაცხოვრებელმა შეამჩნიეს, რის შემდეგაც მათ ინფორმაცია სამართალდამცველებს შეატყობინეს.
ამ დროისთვის დაკარგულად ერთი ადამიანი ითვლება.
ვარა ფოფხაძეს მაშველები ამ წუთებშიც ეძებენ.