სტიქიურ უბედურებებს პრევენციული სამუშაოები ვერ შეაჩერებდა.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
ბობოხიძის მტკიცებით, მომხდარი სტიქიური უბედურებები წინასწარ პროგნოზირებული ვერ იქნებოდა და აღნიშნულის მაგალითად დეპუტატმა სურამი დაასახელა.
"სურამში ვერაფერი გაკეთდება, რადგან კალაპოტი არის ის, რაც არის. მდინარის კალაპოტის გაფართოება წარმოუდგენელია, რადგან ირგვლივ ყველასგან სახლებია. თუ წამოიღო მდინარემ ხეები და ბუჩქები, მაინც დაიტბორება", - აცხადებს ბობოხიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას მაინც უამრავი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, რომ სახელმწიფომ კლიმატური ცვლილებების გამოწვევებს უპასუხოს.