სტიქიის გამო საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ხვალ, 22 ივნისს, გუბერნატორებთან საანგებო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავად ნიკა გილაურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება.
"მინდა ხვალ გუბერნატორები შევკრიბო და მათთან ერთად გავიარო ის პრობლემები, რომელიც კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლშია. უნდა გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება შგვიძლია", - განმარტა პრემიერმა.
ამასთან, გილაურმა ხვალინდელ საგანგებო შეხვედრაზე ფინანსთა ახალი მინისტრი დიმიტრი გვინდაძეც დაიბარა და აღნიშნა, რომ მასთან "დაფინანსების საკითხებს გაივლის".