სტიქიის შედეგად დაზიანებულ რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა სრულად ორ კვირაში აღდგება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელე სხდომაზე რეიგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
"გზა სრულად აღდგენა ორ კვირაში. საგზაო მოძრაობა სტიქიამდელ რეჟიმს სწორედ 10-14 დღეში დაუბურნდება" - განმარტა ნიკოლაიშვილმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზიანებულ წერტილებში სულ 362 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, სამუშაოებზე კი 1400-მდე ადამიანი მუშაობს.
"დავალების შესაბამისად მთელი ძალები გადავისროლეთ რიკოთის უღელტეხილზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ტვირთების მოძრაობა არ შენელდეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ტრანსპორტით გადაადგილების ინტენსიურობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა შეზღუდვებით, სანამ სამუშაოები სრულად არ დასრულდება, თავისთავად გაგრძელდება", - აღნიშნა მინისტრმა.