მთავრობის დღევანდელ სხდომას ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი გვინდაძე პირველად ესწრება. მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გვინდაძეს მინისტრთა კაბინეტის წევრობა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა.
"მინდა მივესალმო მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრს. გვინდაძე საკმაოდ წარმატებული იყო ბოლო 6 წლის განმავლობაში როგორც ფინანსთა მინისტრიეს მოადგილე. მას ჩაბარებული ქონდა საგარეო ვალის პორტფელი, რასაც წარმატებულად გაართვა თავი. მინდა ვუსურვო წარმატებები იმ რთულ პოსტზე, რომელიც დაიკავა", - განმარტა გილაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრობა მართლაც რთული პოსტია, რის კონტექსტშიც იმედი გამოთქვა რომ გვინდაძის საქმიანობა ამ თანამდებობაზე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ის უწყების ხელმღვანელის პოსტზე მუშაობისას იყო.