"ქრისტიან-დემოკრატები" ქართულ მხარეს ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ურჩევენ. როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რუსეთის ხრიდან განხორციელებულმა ქმედება უკვე აშკარა ხასიათი და დინამიკა შეიძინა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაცრი და ნათელი შეფასებები უნდა მიეცეს.
"ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა ჟენევის მოლაპარაკებებიდან ქართულ მხარეს გამოსვლის თუ არა დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიეღოს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები მხოლოდ მოლაპარაკებად რჩება და ჯერ კიდევ მიუღწეველია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, ასევე ვერ ეს მოლაპარაკებების ვერ უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ შეასრულოს ან შესრულება მაინც დაიწყოს.
"ჩვენ ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გაზრდასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე, გრძელდება სამხედრო ბაზების მშენებლობა, ყოველ კვირეული ხასიათი მიიღო ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევამ და გატაცებებმა და გვაქვს მსხვერპლიც. ასე დროს ვფიქრობთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას აზერი ეკარგება", - მიაჩნია დეპუტატს.