"ქართული დასის" ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტარებს და ხელისუფლებას სოფიკო ოდიშვილის დახმარებას სთხოვს.
როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბაღათურიამ აღნიშნა, ოდიშვილს ანევრიზმის დიაგნოზი აქვს დასმული, რომელსაც ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ოჯახს რაც ჰქონდა ოპერაციის გასაკეთებლად ყველაფერი გაყიდა.
დეპუტატის თქმით, ოდიშვილს მეორე ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება და სანამ პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხემლმძღვანელობით მთავრობა ამ საკითხს განიხილავს, შეიძლება იგი გარდაიცვალოს.
"ოდიშვილს 2 წლის ბავშვი ჰყავს და ყველა ზარზე ბავშვი კარისკენ გარბის დედა ჰგონია, რომ სახლში მიდის. სირცხვილია ადამიანები მსგავს სიტუაციაში იყოს. რა აზრი აქვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას თუ ხალხს არ დავეხმარეთ?", - მიმართა ბაღათურიამ დეპუტატებს.