განათლების სამინისტროს ინფორმაციით საატესტატო გამოცდებში 6 000 მოსწავლე ჩაიჭრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ისტორიაში პირველი, ე.წ. CAT-ის მოდელის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.
"1520 საჯარო და კერძო სკოლაში საგამოცდო პროცესი გამართულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. 50 ათასამდე მოსწავლემ საკუთარი ცოდნა რვა საგანში გამოსცადა. მათგან 30%-მა მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო 5%-მა საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი გაუმჯობესდა, ხოლო სწავლების დონე ამაღლდა. უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ქართული ანალოგის საკუთარ ქვეყანაში დანერგვაზე დაიწყო მუშაობა", - იუწყება განათლების სამინისტრო.
190-ე, მე-7, 37-ე და 108-ე საჯარო სკოლებმა დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს. განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სკოლებში სწავლება სათანადო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი.