მენინგიტის ნიშნებით 13 წლის მოზარდი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრიდან, თბილისში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ბავშვი საავადმყოფოში სოფელ ყარაჯალიდან შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, პირღებინება, ძილიანობა და ტემპერატურა. ჩვენი ვარაუდით, ბავშვს მენინგიტის ნიშნები ჰქონდა. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადავაგზავნეთ" - განაცხადა თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა.