საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცის დარუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
მიხეილ სააკაშვილის სახელით დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარი დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გამოუცხადა.
"პრეზიდენტი მწუხარებას სამძიმარს უცხადებს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახს" - განმარტა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენების ხარჯავს სახელმწიფო დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ რიგითი გია გოგუაძე ავღანეთში მესამე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში "აისაფის" მისიის ფარგლებში მსახურობდა. ის თალიბების თავდასხმას ემსხვერპლა.